GE Health Care

2010 წლის ზაფხულიდან  GMS ამერიკული კომპანია General Electric-ის ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა. General Electric საქართველოში  უკვე რამოდენიმე წელია რაც მოღვაწეობს და 2010 წლის ივლისიდან მისი მოღვაწეობა დაკავშირებულია კომპანია GMS-ის სახელთან.

General Electric-ის 5 ქვედანაყოფიდან ერთ-ერთი GE Health Care თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის წარმოებით მსოფლიო ბაზრის ლიდერია. მისი პროდუქცია კომპიუტერულ ტომოგრაფებს, რენდგენს, მაგნიტურ-რეზონანსულ მოწყობილობებს, იზოტოპურ გამა-კამერებს, აპარატურას მამოგრაფიული გამოკვლევებისთვის და ულტრაბგერით და რადიაციულ სამედიცინო ხელსაწყოებს მოიცავს.

ge_logo
implantcast-logo

implant cast GmbH

2009 წლის აპრილიდან კომპანია GMS შეემატა ახალი პარტნიორი, გერმანული კომპანია Implant Cast.

Implant Cast დაარსდა 1988 წელს და დღეისათვის ითვლება ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელ ერთერთ წამყვან ბრენდად.

Implant Cast თანამშრომლობს 38 საერთაშორისო კომპანიასთან, რომელთა რიგს საქართველოს სახელით შეემატა კომპანია GMS.

IC აწარმოებს სხვადასხვა ტიპის პროდუქციას მენჯ-ბარძაყისა და მუხლის ენდოპროტეზირებისათვის, ასევე მხრისა და იდაყვის, მცირე და რევიზიული სახსრების ენდოპროტეზირებისათვის.

კომპანია Biotechni

კომპანია GMS Group 2014 წლიდან არის ფრანგული ენდოპროთეზების მწარმოებელი კომპანია ბიოტექნის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

ბიოტექნი – ორთოპედიული იმპლანტების ფრანგული მწარმოებელი კომპანია, შექმნილია 1984 წელს სერჟ კალამელის მიერ მარსელში, სპეციალიზირებული მენჯ ბარძაყის, მხრისა და ხერხემლის ქირურგიაში.

ბიოტექნი, როგორც რამდენიმე პატენტის და ბრენდის მფლობელი, საერთაშორისო სამედიცინო სფეროში აღიარებულია, როგორც ერთერთი ყველაზე ინოვაციური, სანდო ფრანგული კომპანია ორთოპედიულ ქირურგიში.

biotechi
diagon_logo

Diagon

ლაბორატორიული დანადგარების მწარმოებელი უნგრული კომპანია Diagon, GMS-ის ახალი პარტნიორი.

Ortho Clinical Diagnostics

კომპანია Ortho Clinical Diagnostics არის ინ ვიტრო დიაგნოსტიკური კომპანია, რომელიც აწარმოებს პროდუქტებსა და დიაგნოსტიკურ აღჭურვილობას სისხლის ტესტირებისთვის.

კომპანია ემსახურება სამედიცინო სფეროში ორ ძირითად ინდუსტრიას: კლინიკურ ლაბორატორიას და იმუნოჰემატოლოგიას, ამერიკულმა კომპანია Johnson & Johnson-მა  შეიძინა Eastman Kodak-ის კლინიკური დიაგნოსტიკის განყოფილება 1994 წელს (Johnson & Johnson კლინიკური დიაგნოსტიკის ჩამოყალიბების მიზნით), რომელიც შემდეგ გაერთიანდა Ortho Diagnostic Systems-თან 1997 წელს.

2014 წელს Carlyle Group-მა კომპანია Johnson & Johnson-ისგან 4,15 მილიარდ დოლარად შეიძინა. Ortho Clinical Diagnostics ახლა ფუნქციონირებს, როგორც დამოუკიდებელი კომპანია.

ortho