კომპანიის შესახებ

კომპანია GMS Group (Georgian Medical Systems) დაარსდა 2004 წლის თებერვალში, დღეისათვის იგი არის სამედიცინო აპარატურის და სახარჯი მასალების, მსოფლიოში ცნობილი მწარმოებელი კომპანიის General electric, OCD (Ortho Clinical Diagnostic) Implantcast, Biotechni, Diagon, ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში.

კომპანიაში 20 მაღალკვალიფიციური თანამშრომელია, რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებლისთვის სასურველ პირობებით აპარატურისა და სახარჯი მასალების შერჩევას და დროულ მიწოდებას.

კომპანია GMS Group-ის ხელმძღვანელობა დიდ ყურადღებას აქცევს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მუდმივ განახლებას და თანამშრომლების განვითარებას, რაც მიიღწევა საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობით, ტრენინგებსა და სემინარებზე დასწრებით. ჩვენთან თანამშრომლობს სხვადასხვა დარგის 100-ზე მეტი წამყვანი სპეციალისტი (ექიმ-კონსულტანტი).

ჩვენი ტექნიკური ჯგუფი უზრუნველყოფს სამედიცინო დაწესებულებებში აპარატურის მონტაჟს, საგარანტიო და ასევე პოსტ-საგარანტიო მომსახურებას.

კომპანია GMS თანამშრომლობს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთან:

  • წმ. იოანე მოწყალის სახ. პრივატ კლინიკა;
  • მცხეთის სამედიცინო ცენტრი;
  • „ამერიკან ჰოსპიტალი“;
  • კლინიკა „ჯერარსი“;
  • კლინიკა „ვივამედი“;
  • ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტი;
  • „ავერსი ფარმა“;
  • „ავერსი კლინიკა“;
  • „ჯო ენის“ სახ. სამედიცინო ცენტრი;
  • შპს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში (ფ.თოდუას კლინიკა);
  • წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახ. მრავალპროფილიანი საავადმყოფო;
  • თ.ს.ს.უ ალ. ალადაშვილის სახ. კლინიკა;
  • აკად. ო. ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრი;
  • ქ. ქუთაისის აკად. ზ. ცხაკაიას ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი;
  • ქ. ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო – „რესპუბლიკა“;
  • კლინიკა “ღია გული”;
  • შპს “ტრავმატოლოგი”;
  • სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქ. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი;
  • შპს “ამტელ ჰოსპიტალი” – პირველი კლინიკური;
  • აკად. ნ.ყიფშიძის სახ. რესპუბლიკური საავადმყოფო;
  • სს ჩაჩავას კლინიკა;
  • შპს “კარაპს მედლაინი”;
  • შპს ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამედ. კვლევითი ინსტიტუტი;
  • შპს ესტა კუზანოვი კლინიკა;
  • შპს კლინიკა მედი; შპს დ. გაგუას კლინიკა;
  • შპს თბილისის ცენტრალური საავადმყოფო;
  • შპს თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკა;
  • მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი – საუნივერსიტეტო კლინიკა;
  • დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი;
  • შპს ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკა;
  • შპს ჯეო ჰოსპიტალი;
  • კლინიკა “ინოვა” და მრავალი სხვა.