30 ივნისს საქართველოს კვლავ ეწვივნენ ჰამბურგის ალბერტინ კრანკენჰაუსის ჰოსპიტალის ექიმი პროფესორი ჰაიზე ულრიჰი და ენდოპროთეზების მწარმოებელი კომპანიის იმპლანტცასტის წარმომადგენელი ვადიმ ლიუბიცკი.
პირველ ივლისს კი ქართველი ორთოპედებისათვის კონფერენცია მოეწყო. “ეროვნული ცენტრის” ორთოპედტრავმატოლოგმა მერაბ კაპანაძემ ვრცლად ისაუბრა ბოლო რამდენიმე თვეში კომპანია implantcast-ის ონკოლოგიური და რევიზიული მოდულარული პროთეზებით შესრულებულ ოპერაციებზე და უკვე რეაბილიტირებული პაციენტების მდგომარეობის ამსახველი ვიდეომასალა წარმოადგინა. ხოლო პროფესორმა ჰაიზე ულრიჰმა დამსწრე საზოგადოებას ახლადჩატარებული ოპერაციების შესახებ უამბო.