28 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით კომპანია GMS-ის თანამშრომლები დაესწრნენ, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მიმდინარე ევროპის ონკოლოგთა სამედიცინო საზოგადოება ESMO-ს 37-ე ყოველწლიურ კონგრესს. ჩვენი ქვეყანა კონგრესზე წარმოადგინა “თბილისის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის” ექიმ-ონკოლოგებმა და კომპანია მედიკალ პარტნიორმა, კონგრესი საგამოფენო კომპლექს Austria Center Vienna-ში ჩატარდა.