საერთაშორისო ჯანდაცვის გამოფენა ,,Arab Health’’-ი, ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სამედიცინო მოვლენად ითვლება. გამოფენა არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში უკვე 38-ედ ტარდება. ტრადიციულად წელსაც ღონისძიების მასპინძელი არაბთა გაერთიანებული საამიროების უდიდესი ქალაქი დუბაი იყო. გამოფენა 27 იანვარს გაიხსნა და 4 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. გამოფენა საზეიმოდ გახსნა დუბაის შეიხმა – მუჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაკტუმმა. ტრადიციულად გამოფენის კარი ღიაა მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო კომპანიებისთვის, რომლებმაც წარმოადგინეს მედიცინის სფეროში უახლესი ტექნოლოგიები, და რა თქმა უნდა მრავალ რიცხოვანი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლისათვის. ღონისძიებაში მონაწილეობა 63 ქვეყნიდან 3500 კომპანიამ და 80 000 ზე მეტმა ჯანდაცვის სპეციალისტმა მიიღო; პარალელურად ეწყობოდა კონფერენციები, სადაც 7 500-მა დელეგანტმა მიიღო მონაწილეობა. 4 დღის განმავლობაში ჯანდაცვის სფეროს ყველა აქტუალური თემა განიხილებოდა.
ტრადიციულად კომპანია GMS-ისთვის არ დარჩენილა ეს გამოფენა უყურადღებოდ.
“Arab Health 2013”- ს GMS-ის თანამშრომლებიც დაესწრნენ. კომპანიის წარმომადგენლები გაეცნენ გამოფენაზე წარმოდგენილ პროდუქციას და უახლესი ტექნოლოგიები. უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ახალ კომპანიებთან, იმისთვის რომ ქართველ მომხმარებელს გავაცნოთ და მივაწოდოთ ახალი პროდუქცია და სერვისები.