კომპანია GMS Group (Georgian Medical Systems) დაარსდა 2004 წლის თებერვალში, დღეისათვის იგი არის სამედიცინო აპარატურის და სახარჯი მასალების, მსოფლიოში ცნობილი მწარმოებელი კომპანიის General electric, OCD (Ortho Clinical Diagnostic) Implantcast, Biotechni, Diagon, ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში.
კომპანიაში 20 მაღალკვალიფიციური თანამშრომელია, რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებლისთვის სასურველ პირობებით აპარატურისა და სახარჯი მასალების შერჩევას და დროულ მიწოდებას.
კომპანია GMS Group-ის ხელმძღვანელობა დიდ ყურადღებას აქცევს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მუდმივ განახლებას და თანამშრომლების განვითარებას, რაც მიიღწევა საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობით, ტრენინგებსა და სემინარებზე დასწრებით. ჩვენთან თანამშრომლობს სხვადასხვა დარგის 100-ზე მეტი წამყვანი სპეციალისტი (ექიმ-კონსულტანტი).
ჩვენი ტექნიკური ჯგუფი უზრუნველყოფს სამედიცინო დაწესებულებებში აპარატურის მონტაჟს, საგარანტიო და ასევე პოსტ-საგარანტიო მომსახურებას.