გერმანული კომპანია Implantcast დაარსდა 1978 წელს, და დღესდღეობით ორთოპედიული ტექნოლოგიების მწარმოებელი ერთ-ერთ წამყვან ბრენდად ითვლება არა მხოლოდ ევროპაში, არამედ აშშ-ში. 2009 წლიდან კომპანია GMS გახდა Implantcast-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში.
შეგახსენებთ, რომკომპანიის მიერ შექმნილი პროთეზებით, რომელთაც 30 წელზე მეტი გამოცდილება აქვთ შესაძლებელია ნებისმიერი სახსრის ჩანაცვლება: მუხლი, მენჯ-ბარძაყი, მხარი, იდაყვი, კოჭი და წვივი. მასალა, რომლისგანაც შედგება პროთეზი საჭიროებიდან გამომდინარე შეიძლება იყოს სხვადსხვა: კობალტრომი, ტიტანი, კერამიკა, პოლიეთილენი, ანტიალერგიული ან ვერცხლის საფარი. კომპანია ასევე აწარმოებს მოდულარული ტიპის სარევიზო და ონკო პროთეზებს, რომელთაც დღემდე ანალოგი არ გამოუჩნდათ. კომპანიის ერთ-ერთ ბოლო მიღწევად შეგვიძია მივიჩნიოთ მზარდი პროთეზი, რომელსაც სთავაზობენ მოზარდებს. მზარდი პროთეზის გამოყენების შემთხვევაში მოზარდს არ უწევს რამოდენიმე ოპერაციის გადატანა, რადგან პროთეზის დაგრძელება სახსრების ზრდასთან ერთად არის შესაძლებელი.
საწარმო სადაც Implantcast-ის პროდუქცია იქმნება გერმანიის ქალაქ ბუქსტერბურგში ფუნქციონირებს და 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. მედიკოსებისა, ინჟინრებისა და ფიზიკოსებისგან შემდგარი მრავალრიცხოვანი გუნდი თავდაუზოგავად შრომობს იმისთვის, რომ მსოფლიო სამედიცინო ბაზარს მოწინავე ტექნოლოგიები და პროდუქცია შესთავაზონ. სწორედ ასეთი თავდადადება გახდა მიზეზი იმისა, რომ ამ სფეროში ბოლო წლებში დიდი მიღწევები შეიმჩნევა ონკო – რევიზიული მიმართულებით.