იმუნოდიაგნოსტიკური სისტემა VITROS® ECiQ

ახალი გზა იმუნოდიაგნოსტიკური პრობლემების გადასაჭრელად თქვენი ლაბორატორიისთვის. VITROS® ECiQ – ერთადერთი სისტემა, რომელიც პროგრამა IntelliReport™-ის საშუალებით. ამოწმებს აფასებს და იმახსოვრებს ყოველ ანალიზის შედეგს.

სისტემის განსაკუთრებულობა მდგომარეობს  Intellicheck®-ის  ტექნოლოგიაში, რაც უზრუნველყოფს ანალიზების შედეგების საიმედოობის გარანტიას. დაპატენტებული გაზომვის ტექნოლოგია დამყარებული გაძლიერებულ ჰემილიუმინესცენციაზე, უზრუნველყოფს საზომი პარამეტრების ფართო დინამიურ დიაპაზონს, მაღალ მგრძნობელობას და სიზუსტეს.

აპარატი  VITROS® ECiQ გამოიყენება შიდსის, ჰეპატიტის და სხვა ვირუსული დაავადებების ზუსტი დიაგნოსტიკისთვის.

  • სისტემის წარმადობა არის 90 ტესტამდე საათში.
  • შეუძლია გააკეთოს 46 დასახელების ანალიზი.
  • სინჯების სახეობები: შრატი, პლაზმა, შარდი, ამნიოზური სითხე
  • სინჯის მოცულობა: 10-80 მკლ

Intellicheck®  ტექნოლოგია ამოწმებს კოლტების, ჰაერის ბუშტუკების, სინჯების და რეაქტივების რაოდენობას. ერთჯერადი პიპეტის წვერების გამოყენება, უზრუნველყოფს ხარისხს და გამორიცხავს სინჯების კონტამინაციას. არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში, აპარატი ავტომატურად აკეთებს  განმეორებით ტესტირებას.

MICRO Well ტექნოლოგია მაღალი მგრძნობელობის და სიზუსტის დამატებითი გარანტია, ასევე უზრუნველყოფს გამოსაკვლევი მასალის მცირე მოცულობას და მინიალურ ნარჩენებს.

აპარატი  VITROS® ECiQ თანამედროვე შტრიხ კოდირების სისტემაზე დაყრდნობით უზრუნველყოფს დონორების და პაციენტების იდენტიფიკაციას, მათ შესახებ ინფორმაციის და ტესტირების შედეგების ზუსტ აღრიცხვას და ჰემატოლოგიის და ტრანსფუზიოპლოგიის ინსტიტუტის ელექტრონულ ბაზაში შენახვას.

VITROS® ECiQ – ტესტების სახეობები

ფარისებრი ჯირკვლის მარკერები

  • Total T3
  • Total T4
  • T3 Uptake
  • Free T3
  • Free T4
  • TSH 3rd Generation

ონკომარკერები

  • PSA
  • CEA
  • CA 15-3
  • CA 125 II
  • CA 19-9

ჰორმონები

  • AFP
  • LH
  • Total b-HCG
  • Progesterone
  • Prolactin
  • Free b-HCG
  • Testosterone
  • FSH
  • Estradiol

ინფექციური დაავადებები

  • Anti-HAV IgM
  • HAV Total
  • Anti-HBc
  • Anti-HBc IgM
  • Anti-HBe
  • HBe Ag
  • Anti-HBs
  • HBs Ag
  • Anti-HCV
  • Anti-HIV I+2
  • Rubella IgG
  • Rubella IgM
  • Toxoplasma IgG
  • Toxoplasma IgM
  • CMV IgG
  • CMV IgM

ანემია

  • Vitamin B-12
  • Ferritin
  • Folate

კარდიომარკერები

  • CK-MB
  • Myoglobin
  • Troponin I

სხვა ტესტები

  • Cortisol
  • Ntx
  • NT-proBNP