ADAPTASKOPE- გონიერი აპარატი

ASP გვთავაზობს რევოლუციურ სისტემას მოქნილი ენდოსკოპების დამუშავებისათვის, რომელიც თვითონ ფიქრობს.

ზუსტი დოზირების სადიზინფექციო სისტემა ერთჯერადი გამოყენების ხსნარით – უზრუნველყოფს ახლადმომზადებული ზუსტი კონცენტრაციის მქონე დეზინფექტანტის მიწოდებას დამუშავების ყოველი ციკლისათვის.

ორი დამოუკიდებელი კამერა – ასინქრონული ციკლი უზრუნველყოფს ენდოსკოპების უფრო სწრაფ დამუშავებას.

ერგონომიული დიზაინი – გამოყენებისათვის მოხერხებული დიზაინი იძლევა ზედა მხრიდან მისი ჩატვირთვისა და ხელების დაუხმარებლად კამერის გაღების საშუალებას.

ოპტიმალური გადაწყვეტილება სტერილიზაციისათვის

კომპანიის უნიკალური პროდუქტი –  სასტერილიზაციო  სისტემები STERRAD (რომლებიც დამყარებულია წყალბადის პეროქსიდის დაბალტემპერატურული პლაზმის წარმოქმნაზე), რომლებიც იძლევიან საშუალებას, უსაფრთხოდ და ეფექტურად დამუშავდეს ყველანაირი სამედიცინო  მოწყობილობა და ინსტრუმენტი, მათ შორის ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც არ ექვემდებარება ხსნარებში ჩაყურსვასა და თერმულ სტერილიზაციას.

 STERRAD ის სისტემა გვთავაზობს:

  • მაღალი საიმედოობა
  • ინსტრუმენტების დამუშავებისათვის საჭირო დროის შემცირება
  • უსაფრთხოება სამედიცინო პერსონალისა და პაციენტებისათვის
  • გარემოს მიმართ უსაფრთხოება
  • მაღალი ტემპერატურისადმი მგრძნობიარე ინსტრუმენტებისა და აპარატურის უსაფრთხოება
  • ინსტრუმენტების დამუშავების ბრუნვის გაზრდა
  • ტოქსიკური ნარჩენების არარსებობა
  • დამონტაჟებისა და გამოყენების სიმარტივე
  • ეკონომიურობა

სასტერილიზაციო სისტემები

STERRAD-ის სისტემის მოდელების მრავალი სახეობა, აკმაყოფილებს ყველაზე განსხვავებული სამედიცინო დაწესებულებებისა და კლინიკების მოთხოვნებს

  • STERRAD NX
  • STERRAD 100 NX
  • STERRAD 200