AutoVue® Innova იმუნოჰემატოლოგიურის ამოცანების გონივრული გადაწყვეტა
ინოვაციური ავტომატური იმუნოჰემატოლოგიური ანალიზატორი სეროლოგიური ლაბორატორიებისათვის. ტესტირების პრინციპი დაფუძნებულია სვეტოვანი აგლუტინაციის ტექნოლოგიაზე.
ანალიზატორი საშუალებას გვაძლევს ერთდროულად დავამუშავოთ 42 სინჯი და გავაკეთოთ შემდეგი სახის ტესტები:
- სისხლის ჯგუფის და რეზუს კუთვნილების დადგენა ( ორმაგი მეთოდით)
- რეზუს სისტემის ფენოტიპირება C,c,E,e ანტიგენების და კელ სისტემის KK ანტიგენის დადგენა (ეს ტესტირება მნიშვნელოვანია ორსულებში და დონორებში რეზუს დადებითი და რეზუს უარყოფითი ინდივიდების, ასევე კელ სისტემის ანტიგენური პროფილის დასაზუსტებლად.
- ანტიერიტროციტული (მათ შორის ანტირეზუს) ანტისხეულების იდენტიფიკაცია და სკრინინგი (ტესტირება მნიშვნელოვანია ორსულებში მშობიარობამდე და მშობიარობის მერე ანტისხეულების გამოსავლენად ასევე მნიშვნელოვანია იგი აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემიების დიაგნოსტიკაში და დონორთა პლაზმის ანტიერითროციტულ ანტისხეულებზე გადამოწმებისას.
- დონორ-რეციპიენტის სისხლის შეთავსება (Y ჯვარედინი ტესტი+ არაპირდაპირი კუმბსის ტესტი). მნიშვნელოვანია ტესტი ჩატარდეს განმეორებითი ტრანსფუზიის დროს.
- ახალშობილში სისხლის ჯგუფის და ჰემოლიზური ანემიის განვითარების ერთდროული ტესტირება.
AutoVue® Innova, შეუცდომელი, ეფექტურია და სწრაფი.
მუშაობის პრინციპი: ნებისმიერი ტესტი ნებისმიერ დროს.
ავტომატური ხარისხის კონტროლი, უზრუნველყოფს ანალიზების სიზუსტის და მაღალ ხარისხის. სისტემა ამოწმებს სისხლში კოლტების არსებობას, და ასევე რეაგენტების და სინჯების რაოდენობას. ავტომატური იმუნოჰემატოლოგიური ანალიზატორი AutoVue® Innova თანამედროვე შტრიხ კოდირების სისტემაზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს დონორების და პაციენტების შესახებ ინფორმაციის და ტესტირების შედეგების ზუსტ აღრიცხვას ფოტოგრაფირებას და არქივაციას ჰემატოლოგიის და ტრანსფუზიოპლოგიის ინსტიტუტის ელექტრონულ ბაზაში.
AutoVue® Innova შექმნილია ყველაზე გადაუდებელი საკითხების მოსაგვარებლად.