Georgian Medical Sistems - GMS
eng geo Language:
Join US
       
 
სამკურნალო სახვევები გამოიყენება ნაწოლების, „დიაბეტური ტერფის“ სინდრომის, ვენური და არტერიული უკმარისობისას, ქრონიკული წყლულების, ასევე ინფიცირებული ჭრილობების, დამწვრობის და ტრავმული ხასიათის დაზიანებების სამკურნალოდ.ყველა სახვევი ინარჩუნებს ნოტიო გარემოში ჭრილობის მკურნალობის ძირითად პრინციპს.

ყველაზე უფრო ცნობილია წყალგაუმტარი ჰიდროპოლიმერის სახვევები - TIELLE, სახვევები ინფიცირებული ჭრილობებისათვის - ACTISORB PLUS აქტივირებული ნახშირით და ვერცხლით, ასევე 10%-იანი იოდი-პოვიდონის ხსნარით გაჟღენთილი ატრავმატული სახვევები INADINE. ერთ-ერთ უკანასკნელ სიახლეს, რომელსაც არ გააჩნია ანალოგი მსოფლიოში, წარმოადგენს დაჟანგული რეგენერირებული ცელულოზისა და კოლაგენისაგან დამზადებული მატრიცა ROMOGRAN, რომელიც ხელს უწყობს ქრონიკული ჭრილობების შეხორცებას და ამავე დროს გააჩნია ჰემოსტატიური ეფექტი.


ჰემოსტატიური მასალები

 
ოპერაციისშემდგომი გართულებების განვითარების ხშირ მიზეზს ოპერაციის დროს ან მისი დასრულების შემდეგ წარმოადგენს წარმოქმნილი სისხლდენები. ამ სისხლდენებს საფუძვლად უდევს ადექვატური პირველადი ჰემოსტაზის ჩაუტარებლობა.

ამ მიზნებისათვის კომპანია Wound Management აწარმოებს გაწოვადი ჰემოსტატიური საშუალებების ფართო სპექტრს SURGICEL და SPONGOSTAN -ის ჟელატინის ღრუბლების სერიას.

ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებების ძირითად თავისებურებას წარმოადგენს სწრაფი და ეფექტური ჰემოსტაზის უზრუნველყოფა, სრული აბსორბცია 1-2 კვირის განმავლობაში. განსაკუთრებით უნდა გაესვას ხაზი ქსოვილოვანი რეაქციის არარსებობას და ექსპერიმენტულად დადასტურებულ ადგილობრივ ბაქტერიციდულ ეფექტს 20-ზე მეტი სახის პათოგენური მიკროორგანიზმების მიმართ.
ჰემოსტატიური საშუალებების გამოყენების ეფექტურობა დამტკიცებულია 30-წლიანი კლინიკური პრაქტიკით.


კონტაქტური დრენაჟები

კომპანიის ახალი პროდუქცია ჭრილობის დახურული დრენირების სისტემისათვის,რომელიც შედგება კონტაქტური სილიკონური დრენაჟებისაგან BLAKE და რეზერვუარების J-VAC™-ისაგან.პერფორირებული გავრცელებული დრენაჟებისაგან განსხვავებით,ოთხ არხიანი დრენაჟის BLAKE-ს უნიკალური დიზაინი გამორიცხავს ოკლუზიას და სითხის გამოყოფის შეფერხებას.ამასთან ერთად გამყოფი არხები შესაძლებელს ხდის ვაწარმოოთ დიდი მოცულობის დრენირება.ამას გარდა BLAKE

დრენაჟის ამოღებისას გამორიცხულია ტრავმირებები და პაციენტებში ტკივილის შეგრძნება ქსოვილთა შეხორცების მიზეზით.

რეზერვუარები J-VAC™ უზრუნველყოფენ ასპირაციის მუდმივ პროფილს რეზერვუარის შევსების მთელი პერიოდის მანძილზე,მარტივია გამოსაყენებლად როგორც ექიმებისთვის, ისე პაციენტისთვის.სითხის უკუდინების ასაცილებლად J-VAC რეზერვუარების და რეაქტივაციის დროს გააჩნია ჩაყენებული ანტირეფლუქსური კლაპანი. რეზერვუარის გვერდითა ზედაპირზე განლაგებულია აღნიშვნები, რომლებიც შესაძლებლობას გვაძლევს სითხის მოცულომის განსაზღვრაში. დრენაჟი მიერთებული საცობით შესაძლებლობას გვაძლევს დავცალოთ რეზერვუარი ,ხოლო Y-ის მაგვარი კონექტორი შესაძლებლობას გვაძლევს გამოვიყენოთ 3 დრენაჟი ერთდროულად.


DERMABOND - კანის წებო Johnson & Johnson -ისაგან

კომპანიის ასორტიმენტი მუდმივად ივსება ახალი ტექნოლოგიებით,მათ რიცხვშია სამედიცინო კანის წებო DERMABOND™ განკუთვნილი ჭრილობის კიდეების ფიქსაციისათვის, რომელიც გამოიყენება სუფთა ქირურგიული ჭრილობების დასახურად. კანის წებო DERMABOND წარმოქმნის დრეკად წყალგაუმტარ ბარიერს მიკრო ორგანიზმებისათვის, რის ხარჯზეც აღარ საჭიროებს დამატებითი შესახვევ მასალებს DERMABOND-ის გამოყენება უფრო კომფორტულია პაციენტისათვის, აჩქარებს შეხორცების პროცესს და შესაძლებლობას გვაძლევს მივიღოთ ბრწყინვალე კოსმეტიკური შედეგი.

2
3
4
5
6
7
8
9
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
Copyright © 2014 GMSGROUP.GE, All Rights Reserved

Home Page | Company | Partners | News | Dictionary | Contacts

Created by R.Ratiani