Georgian Medical Sistems - GMS
eng geo Language:
Join US
შპს GMS-ის პარტნიორი არის სამედიცინო აპარატურის და სახარჯი მასალის მსოფლიოში აღიარებული მწარმოებელი Johnson & Johnson Medical-ი. კომპანია Johnson & Johnson-ი დააარსა რობერტ ვუდ ჯონსონმა 1887 წლის 28 ოქტომბერს. დაარსების დღიდან კომპანიის მთავარი მიზანია მაღალხარისხიანი პროდუქციის შექმნა სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ და ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად. კომპანიის პირველი პროდუქცია იყო სტერილური გადასახვევი მასალები, რასაც შემდგომ მოჰყვა ბავშვის პუდრა Johnson's Baby C. დღეისათვის Johnson & Johnson-ი აერთიანებს 200 კომპანიას და გააჩნია წარმომადგენლობა მსოფლიოს 175 ქვეყანაში.

Johnson & Johnson-ის ოფიციალური ვებ-საიტი: http://www.jnj.com


2009 წლის აპრილიდან კომპანია GMS შეემატა ახალი პარტნიორი, გერმანული კომპანია Implant Cast-ი.
Implant Cast-ი დაარსდა 1988 წელს და დღეისათვის ითვლება ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელ ერთერთ წამყვან ბრენდად.
Implant Cast-ი თანამშრომლობს 38 საერთაშორისო კომპანიასთან, რომელთა რიგს საქართველოს სახელით შეემატა კომპანია GMS-ი.
IC აწარმოებს სხვადასხვა ტიპის პროდუქციას მენჯ-ბარძაყისა და მუხლის ენდოპროტეზირებისათვის, ასევე მხრისა და იდაყვის, მცირე და რევიზიული სახსრების ენდოპროტეზირებისათვის.

Implant Cast-ის ოფიციალური
ვებ-საიტი: htt://www.implantcast.de

Imagination at work
2010 წლის ზაფხულიდან  GMS ამერიკული კომპანია General Electric-ის ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა
. General Electric-ი საქართველოში  უკვე რამოდენიმე წელია რაც მოღვაწეობს და 2010 წლის ივლისიდან მისი მოღვაწეობა დაკავშირებულია კომპანია GMS-ის სახელთან.
     
General Electric 1878 წელს თომას ედისონმა დააარსა. დღესდღეობით იგი მრავალ დარგს მოიცავს და ასზე მეტ ქვეყანაში აქვს შვილობილი საწარმოები. ის მსოფლიოს თითქმის ყველა ცნობილ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს და ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიებსა და პროდუქციას აწვდის.
  კომპანიის 5 ქვედანაყოფიდან ერთ-ერთი GE Health Care თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის წარმოებით მსოფლიო ბაზრის ლიდერია. მისი პროდუქცია კომპიუტერულ ტომოგრაფებს, რენდგენს, მაგნიტურ-რეზონანსულ მოწყობილობებს, იზოტოპურ გამა-კამერებს, აპარატურას მამოგრაფიული გამოკვლევებისთვის და ულტრაბგერით და რადიაციულ სამედიცინო ხელსაწყოებს მოიცავს. კომპანია მუდმივად ხვეწს სადიაგნოსტიკო საშუალებებს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით. ასევე მაღალი დონის მომსახურებას სთავაზობ
ს თავის მომხმარებელს.
General Electric-ის ოფიციალური ვებ-გვერდი:http://www.ge.com


ლაბორატორიული დანადგარების მწარმოებელი უნგრული კომპანია დიაგონი, GMS-ის ახალი პარტნიორი

Diagon-ის ოფიციალური ვებ-გვერდი: http://www.diagon.com


2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
Copyright © 2014 GMSGROUP.GE, All Rights Reserved

Home Page | Company | Partners | News | Dictionary | Contacts

Created by R.Ratiani