Georgian Medical Sistems - GMS
eng geo Language:
Join US
ელექტროფიზიოლოგიის პროდუქციის ფართო სპექტრი

 
 
 
 
კარტირების ნავიგაციური არაფლუოროსკოპიული კარტირების სისტემა CARTO


სისტემა CARTO საშუალებას იძლევა, მოხდეს უზუსტესი კარტირება ნებისმიერი არითმიის, ზუსტად განისაზღვროს არა მარტო გულის კამერების ანატომია, არამედ აიგოს არითმიის აქტივაციური რუკა, რაც სხვა სისტემებისგან განსხვავებით, თვალნათლივ წარმოაჩენს არითმიის სუბსტრატს და მიუთითებს მისთვის კრიტიკულ წერტილებს, რომელთა აბლაციით რადიკალურად იკურნება ესა თუ ის არითმია. ზემოაღნიშნულიდან და აგრეთვე მსოფლიოში აღიარებული ექსპერტების აზრიდან გამომდინარე, სისტემა CARTO წარმოადგენს იდეალურ ვარიანტს იმისათვის, რომ სრულად გადაიჭრას რთული არითმიების მართვის პრობლემა საქართველოში.

 
 
რომელი არითმიების აბლაცია შეიძლება სამგანზომილებიანი ნავიგაციის სისტემის გამოყენებით?

ნებისმიერი არითმიის, თუმცა განსაკუთრებით საჭირო და სასარგებლოა შემდეგი არითმიების სააბლაციოდ:
  1. წინაგულთა ფიბრილაცია. წინაგულთა ფიბრილაცია არის უპირველესი პრობლემა დღევანდელ არითმოლოგიაში და მისი რადიკალური მკურნალობა მხოლოდ სამგანზომილებიანი ნავიგაციის სისტემითაა შესაძლებელი.
  2. რთული წინაგულოვანი და პარკუჭოვანი არითმიები. პოსტოპერაციული ნაწიბურის ან მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ აღმოცენებული რთული არითმიები, რომელთა კარტირება ტრადიციული ელექტროფიზიოლოგიური სისტემით ძალიან ძნელია. სამგანზომილებიანი ელექტროანატომიური ნავიგაციის სისტემის გამოყენება მნიშვნელოვნად გაზრდის ამ არითმიების აბლაციის ეფექტურობას და შეამცირებს პროცედურის დროს.
  3. არამდგრადი ან ჰემოდინამიკურად არასტაბილური არითმიები, რომელთა კარტირება შეუძლებელია ტრადიციული სისტემების გამოყენებით.
  4. გულის თანდაყოლილი პათოლოგიების ფონზე აღმოცენებული არითმიები. გულის ანატომიის მნიშვნელოვანი ცვლილების დროს ტრადიციული ელექტროფიზიოლოგიური სისტემის საშუალებით ძალიან ძნელია არითმიების კარტირება, ხოლო სამგანზომილებიანი ელექტროანატომიური ნავიგაციის სისტემა საშუალეას იძლევა, ნებისმიერად შეცვლილი ანატომიის ფონზე ჩატარდეს არითმიის სუბსტრატის უზუსტესი კარტირება და მისი ეფექტური აბლაცია.

კათეტერები Johnson & Johnson -ისაგან
 
Webster-კომპანიამ 30 წლის წინ დაიწყო სადიაგნოსტიკო და თერაპიული კათეტერების გამოშვება. ცვალებადი მოხრილობის პირველი კათეტერის შემქმნელმა Will Webster-მა საფუძველი ჩაუყარა მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას. დღეისათვის კომპანიის მიერ შემუშავებული Biosense Webster კათეტერები პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში კონსტრუქციის სრულყოფილებისა და მათი მარტივად გამოყენების წყალობით. კომპანია უშვებს სხვადასხვა დიამეტრის სადიაგნისტიკო და აბლაციური კათეტერების ფართო სპექტრს, რაც ექიმს შესაძლებლობას აძლევს კათეტერი აირჩიოს კონკრეტული პაციენტის ანატომიური თავისებურების მიხედვით.
 
 
Stockert EP-SHuttl

რადიოსიხშიროვანი გენერატორი (100ვატი) Stock EP-SHuttle უზრუნველყოფს მაქსიმალურ კონტროლსა და სიზუსტეს უსაფრთხო აბლაციის ჩასატარებლად. Stockert EP-Shuttle თავსებადია ყველა ტიპის კათეტერებისათვის თჰერმოცოოლ™ მორწყვადი კათეტერების ჩათვლით.
 
 
 
 
 

Cool Flow Pump


Biosense Webster ასევე აწარმოებს უნიკალურ ტექნოლოგიას მორწყვადი აბლაციის ჩასატარებლად. ტექნოლოგია მოიცავს; მორწყვად კათეტერებს, ტუმბოს Cool Flow Pump, რომელიც გამოიყენება მორწყვად კათეტერებზე ფიზიოლოგიური ხსნარის მისაწოდებლად.

2
5
6
7
8
9
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
Copyright © 2014 GMSGROUP.GE, All Rights Reserved

Home Page | Company | Partners | News | Dictionary | Contacts

Created by R.Ratiani